შინაარსზე გადასვლა

ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცივწყარო (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ცივწყარო

სოფელი ცივწყარო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ცოცხნარა
კოორდინატები 42°03′20″ ჩ. გ. 43°32′42″ ა. გ. / 42.05556° ჩ. გ. 43.54500° ა. გ. / 42.05556; 43.54500
ცენტრის სიმაღლე 950
მოსახლეობა 21[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ცივწყაროსოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 14 კმ, სურამიდან 9 კმ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 21 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 41 23 18
2014[1] 21 11 10

1886 წლის აღწერების მიხედვით ცივწყაროში ცხოვრობს 17 კომლი (სულ 175, 95 კაცი და 80 ქალი), აქედან ყველა იმერეთიდანაა გადმოსახლებული და ყველა იმერლებად არიან მიჩნეული. 17-ვე კომლი გლეხი სახლობს სახელმწიფო მიწაზე.[3]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 213.
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ლაცაბიძე თ. მასალები ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ისტორიისათვის, წიგნი IV, ხაშური 2021, გვ. 74